არა რუსულ კანონს- სტუდენტების აქცია თელავში
სტუდენტებმა თელავში აქცია გამართეს. მათ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება და პარლამენტის მიერ მისი განხილვის დაწყება გააპროტესტეს.
ახალგაზრდებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მუნიციპალიტეტის მერიამდე, ფეხით მსვლელობაც მოაწყეს. მერიის შენობასთან კი მათ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია რუსული კანონის მიღება, რადგან ის მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.
მათივე თქმით, ეს ასევე ხელს შეუშლის ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.