“რუსული სამყაროს” იდეოლოგმა დუგინმა ქართული ოცნება შეაქო
რუსმა ულტრაკონსერვატორმა და “რუსული სამყაროს” იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო, რომელიც დაჟინებით ცდილობს, მიიღოს რუსული კანონი საქართველოში.
“საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურს სუვერენიტეტი, უნდა გაანადგურო მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას ვადგავართ და დადებითი ეფექტი სახეზეა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების წიაღში — ელიტაში, მაღალჩინოსნებში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მთელი ავგიას თავლები. მაგრამ ღმერთის დახმარებით, ჩვენ მათ გავწმენდთ”, — აღნიშნა მან.
მან ტელეგრამზე გააზიარა კადრები, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა ხელი დაარტყა მამუკა მდინარაძეს და თან დაურთო მინაწერი: “საქართველოს სჭირდება სტალინი. წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალისტური სიბინძურე და ქართველი ხალხის სირცხვილი გაანადგურებს ამ მშვენიერ ქვეყანას.
წყარო: ონ.ჯი