ახალი ამბები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “რუსული კანონის” განხილვა იწყება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

საკითხი ოფიციალურად ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, რომელიც 11:45 საათზეა ჩანიშნული, ხოლო სხდომა 12:00 საათზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი სხდომა რეგლამენტის თანახმად, პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, ხოლო შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გაგრძელდება, მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის.

თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ონლაინ მედიის და რადიოს ჟურნალისტები.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურისა და საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა.