ჯეიმს ო’ბრაიენი- შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით
შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს.
„შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.