ფლანგვის დეტექტორი-დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტის ვადამ 7-ჯერ გადაიწია და არავინ დაჯარიმებულა
ფლანგვის დეტექტორი, დედოფლისწყაროში, წყალმომარაგების პროექტის განხორციელებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
მათი თქმით, დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტი 2022 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში უკვე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. ვადამ 7-ჯერ გადაიწია და არავინ დაჯარიმებულა.
,,სოფლები საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი კვლავ ვერ სარგებლობენ სრულყოფილი წყალმომარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან. ხელშეკრულების დასრულების ვადამ შვიდჯერ გადაიწია, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაკისრებია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სამუშაოების დასრულებას შემსყიდველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სპეციალურად აჭინაურებს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, შპს საბას მეპატრონეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. 2021-2022 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 90 მილიონი ლარის 13 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 7-ში – უკონკურენტო გარემოში”,– წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.