საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმა
საჯარო რეესტრმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ (იგივე “ალტ-ინფო“) რეგისტრაცია გაუუქმა.
საჯარო რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო, რომელმაც პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რეესტრმა შესწავლის საფუძველზე პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დარღვევა დაადგინა.