ახალი ამბები

თელავში, სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება

Action Against Hunger და შშმ ქალთა ეროვნული ქსელის მხარდაჭერით, თელავში ხორციელდება სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მხარდამჭერი პროგრამა -SHUTTLE, რომლის მიზანია პროგრამის მონაწილეებში რბილი უნარების განვითარება, რაც მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის ან თვითდასაქმებისთვის.

SHUTTLE – ეს არის სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეთა მხარდაჭერას რბილი უნარების (კომუნიკაცია, გუნდურობა, დროის მენეჯმენტი, ემოციური ინტელექტი და სხვა) განვითარების გზით, რაც უმნიშვნელოვანესია დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის.

პროგრამა განკუთვნილია სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი უმუშევარი ქალებისთვის.

პროექტის კონსორციუმს ხელმძღვანელობს საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა“ და მოიცავს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს – Action Against Hunger, Women’s Initiatives Supporting Group, The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელი.

მეტი დეტალი და ონლაინ აპლიკაცია იხილეთ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScwdURnNe-JRc7nuRqN-MFRuibsO5lD0rLZgFpAmIiIQNnlCg/viewform