ლაგოდეხში შშმ ბავშვებისათვის ადრეული ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა
ლაგოდეხში საქართველოს სამარითელთა კავშირის ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ახალი ცენტრი გაიხსნა.
გახსნას ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად, ესწრებოდნენ ASB საქართველოს დირექტორი, კლემენს ფონ ჰეიმენდალი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და პარტნიორი ორგანიზაციის Unite Together წარმომადგენლები.
0-7 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქო რეაბილიტაციის ცენტრი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვანებისთვის ინკლუზიური სერვისების მიწოდებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და მათი ოჯახების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ამჟამად ცენტრში 25 ბენეფიციარი ირიცხება. ფსიქო რეაბილიტაციის ცენტრი ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარებას, საყოფაცხოვრებო უნარ–ჩვევების გამომუშავებას, შენარჩუნებასა და განვითარებას. პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.