უახლოესი ორი დღის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო 7-8 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გრილი და დროგამოშვებით, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.