ახალი ამბები

საქართველოში სამშენებლო მასალები გაძვირდა

2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სამშენებლო მასალები 2.5%-ით გაძვირდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამშენებლო მასალების გაძვირებამ ჯამურად 1.4 პროცენტიანი წილი შეიტანა მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილებაში.

ცნობისთვის, 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.9%-ით არის გაზრდილი.