სიღნაღის ციხე-გალავნის, ანაგის კარიბჭის თაღის რეაბილიტაცია განხორციელდება
სიღნაღის ციხე-გალავნის, ანაგის კარიბჭის თაღის რეაბილიტაცია იწყება- აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თაღის აღდგენის სამუშაოების შესასრულებლად, რეაბილიტაციის პერიოდში, სიღნაღი-ანაგის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა გახდება საჭირო. სამუშაოები დღეიდან დაიწყება და ერთ თვეს გასტანს.