ახალი ამბები

“პოლიტბიუროს” შენობა თელავში, სადაც უდანაშულო ადამიანებს ხვრეტდნენ- ფოტორეპორტაჟი

პოლიტბიუროს შენობა, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ პირებს ხვრეტდნენ, თელავში, ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, რომელიც წლებია თელავში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ისტორიებს სწავლობს, აცხადებს რომ მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ, დასახვრეტთა სიაში შეჰყავდათ და თელავში, მაშინდელი ,,პოლიტბიუროს” შენობაში ასამართლებდნენ.

ნაწილს იმ შენობაში არსებულ საკნებშივე ხვრეტდნენ, ნაწილს კი გიგოს გორაზე. სწორედ ამ რეპრესიებს შეეწირა უამრავი პატრიოტი.

“საბჭოთა ხელისუფლების ,,პოლიტბიუროს” შენობა პირვანდელი სახით მხოლოდ თელავშია შემორჩენილი. იქ არსებულ საკნებში დღემდე შემორჩენილია პატიმრების მიერ გაკეთებულ წარწერებს,”- აცხადებს თენგიზ სიმაშვილი.