მეთიუ მილერი – ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას
ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ში (Twitter) დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მისწრაფებებს მიჰყვეს.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.