როსტომის აბანო — არქიტექტურული ძეგლი თელავში
თელავში გვირაბის ქუჩაზე (№ 35) როსტომ მეფის აბანო მდებარეობს, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება.
ამჟამად აბანო სახეშეცვლილია. შემორჩენილია კვადრატული აგურითა და რიყის ქვით ნაგები კედლების ნაწილები. აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის 70-იან წლებში მთავარი ფასადი ტუფის ფილებით მოპირკეთდა და ფართო, ნახევარწრიული თაღებით დაანაწევრეს. ფასადი დასრულებულია მრუდხაზოვანი პროფილის (თარო, წრეთარგი და ლილვი) მაღალი ლავგარდნით.