ახალი ამბები

საქართველოს 10 უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.435 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით მეტია.
მათივე ცნობით, 2024 წელს ექსპორტი 6.560 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენდა (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16.874 მლრდ. აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1 პროცენტით).

გასული წლის საქართველოს 10 უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი, ასე გამოიყურება:

  • ყირგიზეთი – 1.287 მლრდ აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი – 859.946 მლნ აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 724.534 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთი – 681.459 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი – 617.533 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი – 458.378 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი – 303.133 მლნ აშშ დოლარი;
  • უზბეკეთი – 146.920 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ – 141.046 მლნ აშშ დოლარი;
  • ბულგარეთი – 124.307 მლნ აშშ დოლარი.