1-ელი აპრილის ჩათვლით კახეთში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
კახეთში 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ომალო): 30 მარტს ზოგან თოვლჭყაპია შესაძლებელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.