ახალი ამბები

სოფელ შაშიანის ,,სამების” ბაზილიკას, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის ,,სამების” ბაზილიკას, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, არქიტექტურული ძეგლი გეგმით სამეკლესიანი ბაზილიკაა და განეკუთვნება მე- VI საუკუნეს.

,,ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კირის დუღაბზე და ძლიერ დაზიანებულ მდგომარეობაშია. გასულ წელს ჩატარდა ,,სამების” ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოები და ძეგლი გასუფთავდა,ზედ გადასული ეკალ-ბარდისგან. ბაზილიკა აღდგენილი იქნება, თავისი პირვანდელი სახით. ,,სამების” ეკლესიის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ეკლესიის გარდა შედის აგრეთვე რამდენიმე სხვა ნაგებობა. სამუშაოები საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუს” დაფინანსებით განხორციელდება”,- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.