ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შირაქის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი, რომელსაც სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მართავდა, მოცურდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ქალი ავარიის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში, ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული.