ახალი ამბები

ნეკრესის მზის ტაძარი

ნეკრესის მზის ტაძარი (ნეკრესის ცეცხლის ტაძარი) ანტიკური ხანის (I-III სს) სატაძრო კომლექსია, რომელიც ნეკრესის “დიდი კვადრატის” სახელითაც არის ცნობილი.
იგი კახეთში, ნეკრესის მონასტერთან ახლოს, ნაზვრევი გორის ძირში, გაშლილ ველზე მდებარეობს. არქეოლოგიური სამუშაოებისას ნაგებობაში გამოიყო ორი სამშენებლო ფენა – ზედა ფენა წარმოდგენილია ციხე-სასახლის სახით, ქვედა კი რთული გეგმარების ცეცხლის ტაძარს წარმოადგენს. იგი ნაგებია რიყის დიდრონი ქვებითა და ფლეთილი ქვით კირხსნარზე. ზედა ფენებში გამოყენებულია აგურიც. გათხრებისას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა თარიღდება I-V საუკუნეებით. როგორც ჩანს, ცეცხლის ტაძარი II საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში კი ის ქრისტიანებმა დაანგრიეს. ნეკრესის ზოროასტრული ტაძარი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური ნიმუშია.

ნეკრესის მზის ტაძარი (ნეკრესის ცეცხლის ტაძარი) ანტიკური ხანის (I-III სს) სატაძრო კომლექსი

ნეკრესის მზის ტაძარი (ნეკრესის ცეცხლის ტაძარი) ანტიკური ხანის (I-III სს) სატაძრო კომლექსი

ფოტოები: თენგიზ სიმაშვილი