პედაგოგი, რომელიც მენტორი მასწავლებლის ტიტულს მოიპოვებს, ლაგოდეხის მერია ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, წახალისების მიზნით, პედაგოგი, რომელიც საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ან კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად მენტორი მასწავლებლის ტიტულს მოიპოვებს, მერიის განახლებული, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წახალისდება და გადაეცემა ერთჯერადად ფულადი ჯილდო.
„ყველა ლაგოდეხელი კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგი დაჯილდოვდება მერიის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში. მასწავლებლის შრომა და პასუხისმგებლობა ფასდაუდებელია. გვაქვს სურვილი, გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა და გადავწყვიტეთ პედაგოგის მოტივაციის ამაღლების მიზნით, წელს, პირველად, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პედაგოგის წახალისებისთვის, თანხა გამოვყავით“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.