ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გადათხრილი ქუჩები თელავში

თელავში ქუჩები, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოკვლავ გადათხრილია. ადგილობრივი მაცხოვრებლები ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. მათი განცხადებით, დაზიანებული გზების გამო გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
გზები ამორტიზებულია რობაქიძის ქუჩაზეც. მოსახლეობის თქმით, პრობლემა განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში მწვავდება. ზაფხულში მტვრის გამო გადაადგილება უჭირთ და გზების დროულად შეკეთებას ითხოვენ.