დედოფლისწყაროში, ახალი რეკრეაციული სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარ ფართობზე შენდება ახალი რეკრეაციული ზონა, ეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, სპორტული და საბავშვო, გასართობი ინფრასტრუქტურა. ასევე პარკში გაკეთდება ტბა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განახლებული სარეკრეაციო ზონა მიზიდულობის ცენტრი გახდება სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის.
პროექტი ,,განახლებული რეგიონების”, ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 14 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.