საფრანგეთში, ველისციხიდან სამკურნალოდ გადაყვანილი 6 წლის ლუკა გარდაიცვალა
საფრანგეთის ერთ- ერთ საავადმყოფოში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები, 6 წლის ლუკა გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, ლუკას სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა რამდენიმე თვის წინ დაუსვეს.
ოჯახმა მოზარდის საფრანგეთში გადაყვანა შეძლო, თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.
გარდაცვლილის გადმოსვენებისათვის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.