თელავის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას
თელავის მუნიციპალიტეტს ორი ახალი ავტობუსი ყავს, რომელიც სოფლებში, მოსახლეობას მოემსახურება.
ამ დროისთვის 10 ავტობუსი ქალაქის ტერიტორიაზე, სპეციალურად შედგენილი განრიგით მოძრაობს. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილი აცხადებს, რომ ავტობუსები აკურის, იყალთოს და ნაფარეულის მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებენ.
,,თელავს ამჟამად ყავს 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც ძირითადად მოძრაობს ქალაქის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მივიღეთ ორი ახალი ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით. ჩვენ უახლოეს პერიოდში სრულად დავფარავთ მუნიციპალიტეტში შიდა გადაადგილებას. მარშრუტები იქნება თელავი -აკურის, თელავი-იყალთოს და ასევე თელავი-ნაფარეულის მიმართულებით. ტრანსპორტი ივლის ყოველდღიურად, იქნება განრიგი შედგენილი და მოემსახურება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას”,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა.