ფინიკის იმპორტი და ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს 1 102 ტონა (1,460 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც 60%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ფინიკის იმპორტმა 688.6 ტონა (901.5 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაჩვენებლები, ქვეყანაში ფინიკის იმპორტის ისტორიული მაქსიმუმია.
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოდან 127.6 ტონა 216.2 ტონა პროდუქტი გვიდა, რაც წინა წლებთან შედარებით, ასევე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ფინიკის ექსპორტმა 66.5 ტონა (199.4 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა, 2020 წელს პროდუქტი საერთოდ არ გასულ საქართველოდან, წინა წლებში კი ექსპორტი მინიმალური რაოდენობით ხორციელდებოდა.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს საქართველოს 1კგ ფინიკის იმპორტი საშუალოდ, 1,32 აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო ექსპორტზე 1,70 აშ შ დოლარად გავიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალსა, საიდანაც გასულ წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ ფინიკი. აქვე, აღსანიშნავია, რომ გასული წლის მდგომარეობით, იმპორტირებული ფინიკის 86% ირანზე მოდიოდა.
ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:
ირანი – 942.9 ტონა (1,164 მლნ აშშ დოლარ)
ტუნისი – 49.3 ტონა (88.7 ათასი აშშ დოლარი)
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 40.1 ტონა (42.2 ათასი აშშ დოლარი)
ალჟირი – 22 ტონა (17.6 ათასი აშშ დოლარი)
საუდის არაბეთი – 18.7 ტონა (17.9 ათასი აშშ დოლარი)
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ფინიკი მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიდა. ესენია სომხეთი – 65.6 ტონა (109.7 ათასი აშშ დოლარი), უზბეკეთი – 40 ტონა (80 ათასი აშშ დოლარი) და ყაზახეთი – 22 ტონა (26.4 ათასი აშშ დოლარი).