თელავის სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა
თელავის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა.
არსებული ინფორმაციით, ფაქტამდე კონფლიქტი იყო მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შორის, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის დედამ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთის გამო დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მომხდარის დეტალები კი, მე-5 კლასის მოსწავლემ დედას აცნობა. ამის შემდეგ ქალი სკოლაში მივიდა და მე-7 კლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვზე ძალადობა ვერც მანდატურის სამსახურმა და ვერც დირექციამ აღკვეთა.
კლასის ხელმძღვანელმა სამართალდამცავებს მიმართა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ორივე მხარე უკვე გამოიკითხა. მომხდარზე დირექცია დუმს.