თელავის უნივერსიტეტში ამერიკელი მოსამართლეები საჯარო ლექციას ჩაატარებენ
4 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკელი მოსამართლეები საჯარო ლექციას ჩაატარებენ.
ლექციის მთავარი მიზანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, ქართულ- ამერიკული გამოცდილების გაზიარებაა.
მართლმსაჯულების ამერიკელი წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მხოლოდ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან.
ლექცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ტარდება.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებს. ლექცია უნივერსიტეტის I კორპუსში, მცირე დარბაზში 10:30 სთ-ზე დაიწყება.