მზად ვართ, შემდგომი წლებში 9 პირობის შესრულებაში მხარი დაგიჭიროთ – აშშ-ის ელჩი
შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ 9 პირობა – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში პარლამენტში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ელჩად დანიშვნის შემდეგ პირველი ნაბიჯი ბრიუსელში ვიზიტი იყო, რათა მხარი დაეჭირა ქვეყნის ევროპული მისწრაფებისთვის.
„საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ეს იყო დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, ბევრი თქვენგანი ბევრს მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ 9 პირობა და გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. აშშ მზად არის ამისთვის. აგრეთვე, მზად ვართ ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გავაკეთე, ის იყო, რომ წავედი ბრიუსელში, ვესაუბრე საქართველოს კანდიდატობაზე და იმაზე, თუ რა შეუძლია, აშშ-ს გააკეთოს, რათა უკეთ დაგეხმაროთ ამაში; რამდენად და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მხარდაჭერა, რა უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენი მიზნის მიღწევისთვის. ჩემი პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, რათა ხელმძღვანელ პირებთან საქართველოს მისწრაფებები განმეხილა და მხარი დამეჭირა; ასევე, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებებზეც. ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას ვუცხადებთ”, – განაცხადა დანიგანმა.
ელჩმა საქართველოსთვის 2024 წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მხარემ არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.