ტყვიის მსროლელი, თელაველი მარიამ ფროდიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თელაველი მარიამ ფროდიაშვილი ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენმა კონტინენტის ახალგაზრდული რეკორდი – 242.2 ქულით დაამყარა.
გარდა ამისა, საქართველოს ტყვიის მსროლელთა გუნდმა ევროპის პირველობა მოიპოვა.
ტყვიის სროლაში, ასევე თელაველმა ახალგაზრდებმა წარმატებას მიაღწიეს. ისტორიაში პირველად ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
თელაველმა ახალგაზრდებმა, მარიამ ფროდიაშვილმა, სალომე ფროდიაშვილმა და მარიამ ამბრამიშვილმა 14 ქულით დაამარცხეს იტალიის გუნდი.
მარიამ ფროდიაშვილმა ტყვიის სროლაში ასევე ევროპის პირველობაც მოიპოვა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მისი მესამე ოქროს მედალია. ასევე მან 10 მეტრზე სროლაში საერთო ქულების რაოდენობით, ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
საქართველოს ნაკრებმა, ქალთა შორის, გუნდური ოქროს მედალიც იზეიმა.

