ახალი ამბები

ყაზახეთში ქართული ზეთისხილი გაშენდება- ნერგებს კახეთიდან ჩაიტანენ

ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ქართული ზეთისხილი გაშენდება. ამის შესახებ East Fruit-ი წერს. ცნობილი ხდება, რომ ნერგების ადგილზე კახეთიდან ჩაიტანენ.

საქართველოში ყაზახეთის ელჩმა, მალიკ მურზალინმა პირადად მოინახულა ზეთისხილის პლანტაციები. როგორც ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა, ქართველი სპეციალისტებით ხელშეწყობით იგეგმება საუკეთესო ჯიშების დარგვა და პლანტაციების გაშენება. ასევე, მისი თქმით, ამოქმედდება გადამამუშავებელი ქარხანა, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაც.

ცნობილი ხდება, რომ ამჟამად ზეთისხილის ნერგები ექსპერიმენტულად ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში უკვე დარგეს, ხოლო ერთ მათგანში ქართული ნერგების გაგზავნა იგეგმება.

სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე ყაზახეთში ინოვაციების ერთად დაგეგმვისთვის.

ამასთან, ის დაეხმარება ყაზახეთის გაწევრიანებას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში, ორგანიზაციაში, რომელიც ზეითუნის ზეთიდან შემოსავლის 90%-ს და მისი ვაჭრობის 74%-ს აკონტროლებს.