ახალი ამბები

ქართული ჩირის საექსპორტი ფასი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  გასულ წელს ჩირის საექსპორტო ფასი გაიზარდა, იმპორტირებულის კი შემცირდა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ჩირის უდიდესი ნაწილი უზბეკეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ჩილედან შემოვიდა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ჩირის ექსპორტი შემცირდა. მაშინ, როცა საქართველოდან ექსპორტზე 2023 წელს 477 ტონა ჩირი 1,980 მილიონ აშშ დოლარად გავიდა, 2022 წელს 1 228 ტონა ჩირი 4.217 მილიონ აშშ დოლარადაც გავიტანეთ.

ექსპორტირებული ჩირის ფასს რაც შეეხება, 1 ტონაზე გაანგარიშებით 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაიზარდა. 2023 წელს 1 ტონა ჩირი საშუალოდ 4 150 აშშ დოლარად გავიდა, ხოლო 2022 წელს – 3 434 აშშ დოლარად.

არსებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჩირის ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს 100%-იანი წილი ეკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ექსპორტზე გატანილი ჩირი სრულად ქართული წარმოების იყო. საქსტატის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ჩირი გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, ლიეტუვასა და ჩინეთში გავიტანეთ.