ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 53 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის თანასოფლელმა 53 წლის მამაკაცს სამი ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა. მძიმედ დაჭრილი მამაკაცი, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილსში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს. მომხდარ ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით დაიწყო.