სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
2023 წელს სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დაახლოებით 182 ათასი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეების უმრავლესობა – 50 ათასი თბილისში, 30 ათასი იმერეთში, ხოლო 21 ათასი აჭარაში, ხოლო 17 ათასი სამეგრელო-ზემო სვანეთშია რეგისტრირებული.
სოციალური დახმარების მიმღებთა სტატისტიკა 2012-დან 2024 წლამდე შემდეგნაირად გამოიყურება:
2012 წელი – 174 104 ადამიანი
2013 წელი – 170 336 ადამიანი
2014 წელი – 168 930 ადამიანი
2015 წელი – 167 226 ადამიანი
2016 წელი – 167 144 ადამიანი
2017 წელი – 166 046 ადამიანი
2018 წელი – 165 012 ადამიანი
2019 წელი – 171 712 ადამიანი
2020 წელი – 174612 ადამიანი
2021 წელი – 177 897 ადამიანი
2022 წელი – 178 426 ადამიანი
2023 წელი – 181 861 ადამიანი