სოფელ მაწიმში, ახალგაზრდებისათვის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ახალგაზრდებისათვის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, სოფელ რაჭისუბნისა და მაწიმის მოქალაქეების გადაწყვეტილებით გაერთიანდა და სოფელ მაწიმში ახალი სკვერის მოწყობა გადაწყდა.
წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაწიმის თემის სოფლებისათვის, 26 000 ლარი, ხოლო შრომის თემის სოფლებისათვის 36 000 ლარია გამოყოფილი.