სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლას 8 წუთი დასჭირდება 2030 წელს – მთავრობის გეგმა
სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლის დრო 8 წუთამდე შემცირდება 2030 წლისთვის. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხედვა 2030 -საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ აღნიშნულია.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საბაზისო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 30 წუთი იყო. მთავრობის გეგმით კი ამ ხანგრძლივობის შემცირება მოხდება.
უფრო ზუსტად, 2024 წელს გამოძახებისას სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისთვის 15 წუთი, 2027 წელს – 10 წუთი, ხოლო 2023 წელს – 8 წუთი დასჭირდება.