,,თელავის გაზეთის” პირველი ნომერი, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, პირველად გამოიცა
“თელავის გაზეთის” პირველი ნომერი, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, პირველად გამოიცა.
მოსახლეობის ინიციატივითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თელავში ბეჭდური მედია დაბრუნდა, რომლის ისტორიაც 100 წელზე მეტს ითვლის.
გაზეთი ყოველი თვის ბოლოს გამოიცემა ნელი ცქიტიშვილის რედაქტორობით.
“თელავის გაზეთის” პრეზენტაცია თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის საკრებულოს თანმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.