დედოფლისწყაროში მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამოქმედდება
დედოფლისწყაროში მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
ამასთან დაკავშირებით ცხადდება ვაკანსია მძღოლის პოზიციაზე. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: მართვის მოწმობა, D კატეგორია, დეტალებზე ორიენტირებულობა.
უწყებაში განმარტავენ, რომ უპირატესობა მიენიჭება მძღოლად მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს. განცხადებები მიიღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წლის 9 თებერვლის ჩათვლით.(599 85 58 83)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადხებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობა.
,,პირველად დედოფლისწყაროს ისტორიაში, დაინიშნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვფიქრობ ჩვენს მუნიციპალიტეტს ძალიან მოუხდება. მზადება ამისთვის უკვე მიმდინარეობს და ხდება განსაზღვრა სად გაკეთდება გაჩერებები, მონიშვნები, საგზაო ნიშნები, ასევე ვმუშაობთ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს გადახდის სისტემა. გვინდა ამ საკითხს მომზადებულები შევხვდეთ და იმედი გვაქვს მომავალ წელს, გაზაფხულზე, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, 2 ახალი თანამედროვე ავტობუსი შემოვა და შიდა საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას”,- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.