ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

„როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“,-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.