ახალი ამბები

უკრაინის დახმარების საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება-აშშ-ის სენატი

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.
შეთანხმება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება არა უგვიანეს კვირას და რომ სენატი პირველ პროცედურულ კენჭისყრას არაუგვიანეს 7 თებერვალს გამართავს.

„ზოგიერთ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, მაგრამ ძალიან ვუახლოვდებით“, – აღნიშნა შუმერმა.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად თეთრი სახლისგან გადამწყვეტ ზომებს ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო, კონგრესში შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცება, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ აღარ აქვთ სახსრები უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის დასაფინანსებლად და კონგრესმა გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.