რაში და რამდენს ხარჯავენ მოგზაურები საქართველოში?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურma 2023 წლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
,,2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.რაც შეეხება ხარჯებს, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 20.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 2022 წელთან შედარებით 8.1 პროცენტით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა”.
2023 წელს საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი კატეგორიების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: განთავსება – 763.6 ლარი; საყიდლები – 490.3 ლარი; საკვები და სასმელი – 453.3 ლარი; გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 210.8 ლარი; ადგილობრივი ტრანსპორტი – 152.9 ლარი”