რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივდა – ევროკავშირი
ევროპის საბჭოს მიხედვით, რუსეთს კიდევ 6 თვით, 2024 წლის 31 ივლისამდე, გაუგრძელდა სანქციები “რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის მუდმივი დესტაბილიზაციის გათვალისწინებით”.
ევროკავშირის მხრიდან სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ვაჭრობის, საბანკო, ტექნოლოგიების, მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებში.
გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტიც.
ევროკავშირმა პირველად რუსეთს სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა. 2020 წლის თებერვლიდან კი, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სანქციები გაფართოვდა.