საქსტატი – 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა
2023 წელს ტურისტული ვიზიტები 27.8%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.9%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. რასაც მოსდევს მეგობრების და ნათესავების მონახულება და ტრანზიტი.