საგარეჯოში წარმოებული ღვინო სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გავა
საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე მეღვინეობა „ველინო“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.
კომპანიაში განმარტავენ, წელს იგეგმება ღვინის სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გატანა.
როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა, ბექა ჯიმშელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მათი პროდუქცია 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ნორვეგია, გერმანია და ა.შ.
„სამხრეთ კორეასთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვახორციელებთ. უკვე სადეგუსტაციო ნიმუშებიც გვაქვს გაგზავნილი და წლის ბოლომდე 1200 ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება”,-აცხადებენ კომპანიაში.
„ველინო“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს შვიდი სახის ღვინოს სთავაზობს, ბრენდი ექსპორტზე 2019 წელს გავიდა და მას შემდეგ, მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული.