თელავში, სადგურის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
თელავში, სადგურის ქუჩაზე, გზები ამორტიზებულია. მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას და მის ორმოულ შეკეთას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ზამთარსა და ზაფხულში მწვავდება. ზამთარში წვიმა და თოვლი, ხოლო ზაფხულში მტვრის გამო გადაადგილება უჭირთ. თელავის მერიაში აცხადებენ რომ წელს, ამ ქუჩის რეაბილიტაცია არ იგეგმება.