ახალი ამბები

მოსაზრება, რომ მიმდინარე ვირუსი „კოვიდზე“ რთულია, უბრალოდ მოქალაქეების აღქმაა – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით ქვეყანაში განგაშის ან პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა დავაფიქსირო მყარი პოზიცია, რომ არანაირი საფუძველი განგაშის ან პანიკისთვის, არ არსებობს. ეს რაოდენობა, რომელიც ახლა, ფიქსირდება ექსტრაორდინარული არ არის, ეს არის ამ პერიოდისთვის, საქართველოსთვის ჩვეული, ყოველწლიური რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, COVID19-ის პერიოდში, რესპირაციული ინფექციები პრაქტიკულად გამქრალი იყო, რაც გასაგებია, რადგან მკაცრი შეზღუდვები ხელს უწყობდა რესპირაციული ინფექციების პრევენციას.

მისივე განმარტებით, მოქალაქეების აღქმაა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახლა მიმდინარე ვირუსი „კოვიდვირუსთან“ შედარებით რთულია. რაც შეეხება ე.წ. ღორის გრიპს, მისივე განცხადებით, ჩვეულებრივი სეზონური გრიპია.