პარლამენტის წევრების რაოდენობა შესაძლოა 100-მდე შემცირდეს – პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივა
პარლამენტის წევრების რაოდენობა შესაძლოა 150-დან 100-მდე შემცირდეს. ასეთია პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივა.
პარტიის ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაარეგისტრირებს.
„პარლამენტში არის 150 დეპუტატი, რაც ბევრია. 100 დეპუტატი იქნება სრულიად საკმარისი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 1 წლის წინ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა რომ საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 18-ს 1 მიკროფონიც არ ჩაურთავს და სიტყვაც არ უთქვამს. აქედან, 10 დეპუტატი უმრავლესობის, ხოლო 8-ოპოზიციის წარმომადგენელია.
ეს მონაცემებიც აჩვენებს, რომ პარლამენტში ამდენი დეპუტატი არ გვჭირდება. საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-იდან 100 დეპუტატამდე უნდა შემცირდეს. პარტია „მოქალაქეები“ ამ ინიციატივას წარვადგენთ როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება,“- აღნიშნავს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.