ახალი ამბები

თელავში, საცხობში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თელავში საცხობში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

35 ასაკის კაცი, რომელი მცხობელად მუშაობდა, მამამ გარდაცვლილი იპოვა.შემთხვევის ადგილზე პოლიციაა გამოძახებული.

ჯერჯერობით დაუდგენელია, იყო ეს ბუნებრივი აირის გაჟონვა, თუ გულის შეტევა.

გარდაცვლილს, ცოტა ხანში გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

მამაკაცის გარდაცვალების რეალურ მიზეზს საგამოძიებო სამსახური დაადგენს.