კაჭრეთის ამბასადორში Summer School-ის ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი შენდება
საგანმანათლებლო ცენტრის აშენებათან დაკავშირებით, “ქალების ნარატივში“ „ამბასადორი თრეველის“ დირექტორმა, სალომე თოთიბაძემ ისაუბრა.
ეს იქნება Summer school – ის ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის სინთეზით ყოველწლიურად 100-მდე ბავშვს უმასპინძლებს. ბავშვებს ლექციებს უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები წაუკითხავენ“, – აღნიშნა სალომე თოთიბაძემ.
მისი განცხადებით, ცენტრის მშენებლობა „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იგი დასრულების სავარაუდო თარიღს და განხორციელებულ ინვესტიციას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს.