ახალი ამბები

სოფელ შალაურში წარმოებული ღვინო 6 ქვეყანაში იყიდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მდებარე „შალაურის ღვინის მარანი“ მიმდინარე წელს ევროპის მიმართულებით საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.

მცირე მეღვინეობა, კახეთში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს რქაწითელის, საფერავის, კახურ მწვანეს, ქისსა და ხიხვის სთავაზობს. „შალაურის ღვინის მარნის” პროდუქტი ამჟამად უკვე 6 ქვეყანაში – იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და პოლონეთშია წარმოდგენილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან და ინგლისთან. გარდა ამისა, სამიზნე ბაზრებს შორის სლოვენია, იტალია და სხვა ქვეყნებიცაა.