გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.